პირობები

პირველი სესხის ოდენობა განისაზღვრება 500 - დან 1000- ლარამდე, 3 თვიდან 24 თვემდე. განმეორებით სესხზე კი 3000 ლარი.

სესხის მისაღებად მთავარ კალკულატორზე  აირჩიეთ სესხის თანხა , ვადა , იხილეთ ყოველთვიური გადასახადი  და დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება .   

 

1. გაიარეთ რეგისტრაცია :

 

  • სარეგისტრაციო ფორმაში შეიყვანეთ თქვენი პირადი მონაცემები
  • გაეცანით ხელშეკრულების პირობებს და თუ ეთანხმებით , დაადასტურეთ და დააწექით ღილაკს ,,სესხის აღება“

 2. გაიარეთ იდენტიფიკაცია :

 

  • იდენტიფიკაციის გასავლელად აუცილებელია თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხოთ სიმბოლური 0.01 ლარი  ჩვენს საბანკო ანგარიშზე .
  • 0.01 ლარის ასახვის შემდეგ განიხილება სესხის განაცხადი და გეცნობებათ  პასუხი. დამტკიცებული თანხა კი 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე.  
  • 0.01 ლარის  გადმორიცხვა შესაძლებელია,  ინტერნეტ ბანკით  ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან.
  • შეგახსენებთ, რომ იდენტიფიკაციის 0.01 ლარი უნდა იყოს გადმორიცხული მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება და ვერ შეძლებთ სესხით სარგებლობას. 

3. სესხის დამტკიცების პირობები:

 

  • გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნილი სესხის მისაღებად ჩვენ ვეყრდნობით თქვენს მიერ რეგისტრაციისას მოწოდებულ ინფორმაციას შემოსავლისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ, ასევე მოწმდება თქვენი საკრედიტო ისტორია  სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან .
  • სესხის განაცხადის განხილვისას შესაძლოა მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია ( საკონტაქტო პირი, სამსახურის ზუსტი დასახელება, თანამდებობა)  თქვენს შესახებ და დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
  • ნებისმიერ ინფორმაციას სესხის დამტკიცების ან არ დამტკიცების შესახებ, მიიღებთ SMS და ელ.ფოსტის საშუალებით, თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე და ელ.ფოსტის მისამართზე ასევე დაფიქსირდება თქვენს პირად პროფილში.
  • სესხის დამტკიცებისას თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ სესხის ხელშეკრულებას და ინვოისს, სადაც მოცემული იქნება დამტკიცებული სესხის თანხა, ვადა, ყოველთვიურად დასაფარი თანხა  და გადახდის თარიღი.  
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ
ჩეთის დაწყება